ავტორი: თეონა დალაქიშვილი
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2010 წლის ივნისი
ანოტაცია
ნაშრომი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების ანალიზს დემოკრატიული მშვიდობის თეორიის ჩარჩოში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის შიდა პოლიტიკური წყობის ცვლილებას რუსეთის სათავეში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ. ნაშრომის მთავარი მიზანია გამოიკვლიოს ის მაპროვოცირებელი მიზეზები, რამაც განაპირობა რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის აგვისტოში. საკვლევი ნაშრომის ჰიპოთეზა მდებარეობს შემდეგში: სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურმა წყობამ განაპირობა რუსეთის გადაწყვეტილება, ეწარმოებინა 5 დღიანი ომი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.
ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია დემოკრატიული მშვიდობის თეორია, ძირითადი პოსტულატები და ქენეთ უოლცის ნაშრომი, ადამიანი სახელმწიფო და ომი, კერძოდ კი მეორე ხედვა. აქვე მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმის კვლევას, თუ როგორ ჩამოყალიბდა რუსეთის შიდა პოლიტიკური წყობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – რუსეთის გზა მართული დემოკრატიისაკენ; ცენტრისტული მმართველი აპარატის ჩამოყალიბების განმაპირობებელი მიზეზები, ის ძირითადი მიმართულებები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს რუსეთის ქმედებებზე 2008 წლის აგვისტოში.
ნაშრომის მეორე ნაწილი ეთმობა ქეისის, 5 დღიანი ომის აღწერასა და ჰიპოთეზის შეფასებას დემოკრატიული მშვიდობის თეორიის პოსტულატებით.
View/Download PDF from Box.net

სწრაფვა მშვიდობისაკენ თუ სახელმწიფოებრივი პრესტიჟის ამაღლებისაკენ
ავტორი: ანა ცავანა
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2010 წლის ივნისი
ანოტაცია
საკვლევი თემა ეხება თურქეთის მოტივაციას იყოს მედიატორი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ნაშრომში გამოყენებული იქნება ექსპერტთა მოსაზრებები, ინტერვიუ, წიგნები და ანალიტიკური სტატიები, განხილული იქნება ის ძირითადი მიზეზები რაც თურქულ-ირანულ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნაშრომში განხილული იქნება თურქეთის ენერგო ინტერესები ირანში და პკკ (ქურთისტანის მუშათა პარტია) ფაქტორი,რომელიც სხვადასხვა ავტორების მიხედვით დიდ გავლენას ახდენს თურქეთ-ირანის ურთიერთობებზე და ჩვენს თემაში წარმოადგენს მაკონტროლებელ ცვლადებს.
ჰიპოთეზის თანახმად თურქეთი ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში მედიატორობით მიზნად ისახავს პრესტიჟის ამაღლებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში
ჰიპოთეზა გამომდინარეობს ჯაკობ ბეროვიჩის ნაშრომში,”resolving international conflicts: the theory and practice of international mediation” გამოთქმული თეორიული მოსაზრებიდან მედიაციის შესახებ.
შესაბამისად ჩვენ ვახდენთ ბერკოვიჩის თეორიული მოსაზრების ტესტირებას თურქეთის ქეისზე და გვაინტერესებს რამდენად დადასტურდება ის თურქეთის შემთხვევაში.
ნაშრომში აგრეთვე გამოვიყენებთ რეალისტი ავტორის რობერტ გილპინის მოსაზრებას პრესტიჟის თაობაზე.
ამ ორი ავტორის თეორიული მიდგომები საშუალებას მომცემს დავამტკიცო ჩემი ჰიპოთეზა.
Views/Download from Box.net

ავტორი: ნინო ტყეშელაშვილი
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2010 წლის ივნისი
ანოტაცია
ნაშრომის კვლევის საგანია ევროკავშირისა და ბელარუსის რესპუბლიკის ურთიერთობები და კონკრეტულად კი მათი დაახლოება 2009 წელს ევროკავშირის რეგიონული ინიციატივის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის კონტექსტში. კვლევის მიზანია პასუხი გასცეს კითხვას, თუ რამ განაპირობა ხანგრძლივი იზოლაციონისტური პოლიტიკის შემდეგ ევროკავშირის მიერ ბელარუსთან ურთიერთობის ფორმალიზება. საკვლევ კითხვაზე პასუხი მდგომარეობს შემდეგში, რომ რუსეთის, როგორც რეგიონული ჰეგემონისგან მომდინარე გარე საფრთხის დაბალანსების საჭიროებამ მოახდინა ევროკავშირის მიერ რეგიონული ინიციატივის ამოქმედების დაჩქარება და ბელარუსთან კავშირის დამყარება.
ქეისის ასახსნელად გამოყენებულია სტეფან უოლტის თეორია ”საფრთხის დაბალანსების” შესახებ. ნაშრომში განხილულია ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის სტრუქტურა და ურთიერთობის ბილატერალური და მულტილატერალური ფორმატები. აგრეთვე რუსეთის ფაქტორის გავლენა ევროკავშირისა და ბელარუსის უსაფრთხოებაზე. მე-2 ნაწილში ძირითადად აქცენტი კეთდება ნეორეალიზმის თეორიულ მიდგომასა და ქეისთან თეორიის ძირითადი პოსტულატების მისადაგებაზე.
View/Download PDF from Box.net

მადლობას ვუხდით ავტორსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას ნაშრომის მოწოდებისათვის.
ავტორი: ქეთევან ბოლქვაძე
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2010 წლის ივნისი
ანოტაცია
საბაკალავრო ნაშრომის „თანამშრომლობის დილემა ამიერკავკასიაში 1917–18 წლებში“ მიზანია გამოიკვლიოს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული ურთიერთობები კოალიციური მთავრობის ფარგლებში და დაადგინოს მისი დაშლის მიზეზები. ავტორი, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დისინტეგრაციის მაგალითზე ახდენს ირემზე ნადირობის თამაშის თეორიის ტესტირებას და აღნიშნულ თეორიაზე დაყრდნობით, აყალიბებს შემდეგ სავარაუდო ჰიპოთეზას: იმის გამო, რომ ამიერკავკასიის კოალიციური მთავრობის წევრებს შორის, განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე, არ არსებობდა ნდობა, მათ ალტერნატიული, თუმცა ნაკლებპრიორიტეტული მიზნის გამოჩენისთანავე, თანამშრომლობიდან განდგომა ამჯობინეს.
ნაშრომის პირველ ნაწილში გაანალიზებული იქნება როგორც ამიერკავკასიის კოალიციური მთავრობის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ასევე თითოეული აქტორის ურთიერთშეუთავსებელი საგარეოპოლიტიკური პრეფერენციები. ნაშრომის მეორე ნაწილი შეეხება ირემზე ნადირობის თამაშის თეორიის ძირითად მიმართულებებს, თეორეტიკოსთა ნაშრომების მოკლე მიმოხილვას და ამ თეორიის დამტკიცებას ამიერკავკასიის კოალიციური მთავრობის წარუმატებლობის მაგალითზე.
View/Download PDF from Box.net


by Andria Merabishvili
Introduction
The Association of South East Asian Nations (ASEAN) was established in 1967 with the Bangkok Declaration signed by the foreign ministers of five South East Asian states – Thailand, Malaysia, Indonesia, the Philippines and Singapore. The major aims of the declaration were economic growth and regional peace and stability (Aseansec.org). For this reason, ASEAN chose to ground its cooperation on several principles that would have been common for all the member states: non-interference in the domestic affairs of the member states, peaceful resolution of conflicts and disputes and respect for the sovereignty and the territorial integrity of the member states (Kurus, 1993). These principles and aims influenced the nature of the integration process of the ASEAN which was mainly dependent on the decisions made by foreign ministers or the heads of the member states. However, in the 1990’s and 2000’s the ASEAN introduced a different vision of “an EU-style community” (Agence France-Presse, 2008) with stronger supranational institutions and common legal basis such as the ASEAN Charter. This shift gives a clear possibility for a theoretical debate over the nature of the regional integration which is quite robust in the European studies.
Since the creation of the European Community many different scholars have tried to analyze the integration process of the regional entity. Two of the most widely used theories, considered as ‘the grand theories’, are neofunctionalism and intergovernmentalism. Both of these theories provide the unique explanation for the European integration. Their rivalry has lasted for decades and even today they represent two major schools of thought in the field of European Studies. However it is interesting whether they are applicable to the cases outside of Europe. To answer the question, this study will analyze the integration process of ASEAN; find how these European Integration theories apply to it and which one offers a better explanation.
First, the study will focus on the history of ASEAN integration process and its major fields of cooperation. Then the study will introduce two theoretical approaches: neofunctionalism and intergovernmentalism. A brief summary of the two theories will be followed by the most crucial part of the study where the theories and their main propositions will be tested on the empirical facts of ASEAN integration which will explain the main puzzle of the study: How do European Integration theories apply and explain integration process in ASEAN? Read the rest of this entry »
by Lela Berdzuli
Freedom of expression is one of the basic rights mentioned in Roosevelt’s four freedoms and in the preamble of UDHR. It is also protected by the 10th article of ECHR, which states:
- Everyone has the right to freedom of expression. This right shall include freedom to hold opinions and to receive and impart information and ideas without interference by public authority and regardless of frontiers. This article shall not prevent States from requiring licensing of broadcasting, television or cinema enterprises.
- The exercise of these freedoms, since it carries with it duties and responsibilities, may be subject to such formalities, conditions, restrictions or penalties as are prescribed by law and are necessary in a democratic society, in the interests of national security, territorial integrity or public safety, for the prevention of disorder or crime, for the protection of health or morals, for the protection of the reputation or the rights of others, for preventing the disclosure of information received in confidence, or for maintaining the authority and impartiality of the judiciary.
Download File from Box.net
